„ღორი, ნაძირალა!“ -ელენე ხოშტარიამ ერეკლე კუხიანიძის აბრა ჩამოხსნა (ვიდეო)

ელენე ხოშტარიამ თბილისის საკრებულოში ერეკლე კუხიანიძის კარიდან აბრა ჩამოხსნა. ამის შესახებ ფოტო თავად ელენე ხოშტარიამ გაავრცელა.

აბრის ჩამოხსნას საკრებულოში  დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა ხოშტარიამ აბრის გამოტანა მაინც შეძლო.

აქტივისტები  ერეკლე კუხიანიძისთვის საკრებულოს დატოვებას მოითხოვენ იმ განცხადებების გამო, რაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე გააკეთა.

ამ მოთხოვნით მათ საკრებულსოთან აქცია გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გააკრიტიკა.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!“ – დაწერა საკრებულოს წევრმა.