“ღრმა სინანულს გამოვთქვამ ამ შეცდომის გამო” – ირანის პრეზიდენტი

„ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოთქვამს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. ჩემი ფიქრები და ლოცვა მგლოვიარე ოჯახებთანაა. გამოვხატავ გულწრფელ მწუხარებას“, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ირანის ხელისუფლებაში აღიარეს, რომ თეირანის აეროპორტთან უკრაინული თვითმფრინავი სამხედროებმა შემთხვევით ჩამოაგდეს.

ირანის განცხადებაში ნათქვამია, რომ „თვითმფრინავი მტერი ეგონათ“, მას შემდეგ, რაც რევოლუციური გვარდიის „მგრძნობიარე ტერიტორიის“ მხარეს გადმოუხვია თვითმფრინავმა. იმ მომენტში, როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, საბრძოლო მზადყოფნა იყო გამოცხადებული და აშშ-ირანს შორის სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.