სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და მრევლისთვის იქადაგა.
„მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მისცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ჯვარი უფლისა – ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვარისა. გისურვებთ, რომ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ. კვარი იყოს მფარველი ჩვენი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, იმას მოელის აღდგომა და ამაღლება.
ღმერთმა მოგცეს ძალა. დღეს არის აფხაზეთის გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს, იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით, ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში“, – აღნიშნა ილია მეორემ.