12 მაისის დღესასწაულის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო.
ამ დღესასწაულისთვის, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს – საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი – საგარეო საქმეთა სამინისტრო. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 3 მაისს გამოსცა.