გიგა ბოკერია და ვანო ზარდიაშვილი ერთად გამოჩნდნენ-რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ საჯარო ლექციაზე  „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია და „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი სიტყვით ერთად  გამოვიდნენ.

გიგა ბოკერიამ თავის გამოსვლაში სახელმწიფოებრიობაზე, საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა, მის გვერდით იყო ვანო ზარდიაშვილი. ვიდეოს ჩანაწერში ჩანს, რომ ერთ-ერთი პიროვნება გიგა ბოკერიას მოწვევის გამო აღშფოთებულია, სიტუაციის განმუხტვას კი ზარდიაშვილი ცდილობს.