მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა გორის იზოლატორი დატოვა, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებით 12 დღე გაატარა. ის 18 ნოემბერს, პარლამენტთან აქციის დაშლისას დააკავეს.
18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.
გიგა მაქარაშვილმა საპატიმრო წუხელ დატოვა. მას გარეთ სამოქალაქო აქტივისტები და ახლობლები ელოდნენ.