გიგი უგულავა ,,ევროპული საქართველოს” წევრებთან ერთად, გვიან ღამით გერმანიაში გაემგზავრა. უგულავა საქართველოში კვირას დაბრუნდება.
მისი განცხადებით, მზად არის გამოკითხვაზე საქართველოში დაბრუნებისთანავე მივიდეს, თუმცა ჩვენებას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.
გიგი უგულავა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე გუშინ იყო დაბარებული, თუმცა ის არ მისულა და არც უწყება ჩაიბარა.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვაზე მანამ არ აპირებს მისვლას, სანამ 20 ივნისის მოვლენებზე თავად შს მინისტრს არ გამოკითხავენ.
20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაბარებულები არიან ოპოზიციური პარტიების ლიდერები. მათ შორის არის “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. თუმცა უცნობია, როდის მოხდება მათი გამოკითხვა.