გიგი უგულავას აეროპორტის ინციდენტის გამო ბრალი წაუყენეს

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მას თბილისის აეროპორტში დღეს მომხდარი ინციდენტის გამო ბრალი წაუყენეს.

“ჰოი საოცრებავ. პოლიცია დიდსულოვნად მომადგა სახლში და ბრალს მიყენებენ 126-ე მუხლით პირველი ნაწილით რაც პირის ცემას გულისხმობს.
ვინმე ბადრი გავაშელაშვილი ყოფილა ვინც მიჩივის, მცემაო. პროფესიით ძიუდოისტი. მე დავესხი თავს ძიუდოისტს.“– ამბობს გიგი უგულავა.


ინციდენტი თბილისის აეროპორტში დღეს მოხდა.
როგორც გიგი უგულავა ამბობს, მასთან  და გოკა გაბაშვილთან საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, აეროპორტის დაცულ ზონაში ორი მამაკაცი მივიდა და ჩხუბი დაუწყო. ისინი საბოლოოდ პოლიციამ წაიყვანა, უგულავა და გაბაშვილი კი დაკითხვაზე წაიყვანეს. მათ ლარნაკაში გამგზავრება ვეღარ შეძლეს.