გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ყოფილი პრემიერის ფეისბუქგვერდი აღარ იძებნება. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გვერდის გაქრობის მიზეზი.
ის დღეს გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმარა და ეს ფაქტი შეაფასა, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, რასაც საპარლამენტო არჩევნების წინასწარი დელეგიტიმაცია შეიძლება მოჰყვეს. კვირიკაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება.
გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქგვერდის გაქრობა საჯარო პოსტის გამოქვეყნების შემდეგ პირველად არ ხდება. მისი გვერდი პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგაც წაიშალა. ასევე, წაიშალა 2018 წლის 7 ნოემბერსაც, როდესაც დაპოსტა, რომ პოლიტიკურ აქტივობას არ აპირებს, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ,,ფასეულობები გადასარჩენია”.