გიგი უგულავას გამოკითხვა დასრულდა. ევროპული საქართველოს წევრმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. უგულავა ფიქრობს, გამოძიება ვერ იქნება ობიექტური, რადგან ხელისუფლება ცდილობს საქმე სხვა მიმართულებით წაიყვანოს.
“მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება საგამოძიებო ნაწილის დონეზე გაუგებრობაშია, იძიებენ რაღაც მისტიურ გადატრიალებას, პირველი კითხვა იყო, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება საერთოდ არ ახსენეს და ჯგუფური ძალადობის მუხლზე იყო, მერე როდესაც დავაზუსტე, არა ეს ერთი საქმეაო თუმცა მუხლი არ იყო მითითებული, ეს შეიძლება პროცედურული ხრიკებია.
ფაქტია, რომ ეს საქმე ხელოვნურად არის დაჩეხილი, ხელებს აცეცებენ სიბნელეში, თვითონ არ იციან რას აკეთებენ, ფაქტია, რომ აქვთ სურვილი ორკესტრირებულად რომ ეს მონათლონ სახელმწიფო გადატრიალებად .შეკითხვები ეხებოდა იმას ახსენებდა თუ არა ვინმე რევოლუციას ამაზე იყო სულ შეკითხვა, დაწყებული აქედან დამთავრებული რას ვფიქრობ მე ვარდების
რევოლუციაზე. ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია რაღაცნაირად პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან”-განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავამ შსს-ში მისვლაზე უარი განაცხადა და გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანხლებით სასამართლოში მოითხოვა.