ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის, ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას გამოკითხვა ხვალ შედგება.ინფორმაცია ამის შესახებ თავად უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
გიგი უგულავას თქმით, 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით, მას მაგისტრ მოსამართლესთან ერთად გამოკითხავენ.
„ეგრე რა ძლივს! ხვალ დილით 10 საათზე მივდივარ დაკითხვაზე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე. იმათ ენაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლო,“ – წერს უგულავა.
გიგი უგულავას გარდა, ჯგუფური ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე შსს-მ ოპოზიციური პარტიის სხვა ლიდერებიც დაიბარა, ესენი არიან, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძე.