მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრს დავით ქაცარავას სოფელ ბობნევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.
“4 თვის წინ, 20 აგვისტოს, ხურვალეთის მიმდებარედ, სოფელ ბობნევში, ხელისუფლების მიერ მოგზავნილი “ტიტუშკების” მეშვეობით ჩემზე განხორციელდა თავდასხმა.
4 ჯანიანი კურდღელი თავს დამესხა და მე მომიწია თავის დაცვამ.ამ შეკვეთილი თავდასხმის შემდეგ აღიძრა საქმე, სადაც თითქოს დაზარალებული მხარე ბუნებრივად მე უნდა ვყოფილიყავი. გუშინ, 18 დეკემბერს, 4 თვიანი დუმილის შემდეგ, დამირეკეს გორის პოლიციიდან და დამიბარეს საგამოძიებო მოქმედებაზე, იგივე ამოცნობაზე.
ბუნებრივია, ჩავედი.
როდესაც დასრულდა აღნიშნული მოქმედება, დავაპირე წამოსვლა. ჩემდა გასაკვირად, მთხოვეს გავჩერებულიყავი, რათა წარედგინათ ჩემთვის ბრალი.
მოკლედ, ჩემზე თავდასხმის საქმეში დაზარალებულიც ვარ და ბრალდებულიც.გასაგებია, როცა გიგი უგულავა მუხლზე იმტვრევს მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში, მას უნდა წარუდგინო ბრალი, აბა რა უნდა ქნა? (გიგი, უნდა მავარჯიშო აუცილებლად)მაგრამ როცა 4 კაცი გესხმის თავს, რა ლოგიკით უნდა ცნო თავდასხმის ობიექტი ბრალდებულად???ამაზე პასუხი მხოლოდ ქოცმთავრობის წევრებს თუ ექნებათმოკლედ, ხვალ 12 საათზე, გორის სასამართლოში შედგება სასამართლო სპექტაკლი, რომელშიც დაზარალებულიც ვარ და ბრალდებულიც.
17.06.ч. Тбилиси, Грузинская ССР.”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.