“რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასეთ სიტუაციაში განხილვა არ არის მართებული, – ამ სიტყვებით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას და დეპუტატებს. გვენეტაძის მიმართვამ ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გუშინდელი განცხადების მიუხედავად, პარლამენტში მაინც მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან ასევე “თიბისი ბანკის” წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.