სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.საგამოძიებო უწყებაში გაბუნია 7 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს.
„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, – აცხადებენ პროკურატურაში.