შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. ამის შესახებ გიორგი გახარიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას თავად დაურეკა.
„მეორე დღეს გაიგო, დრო არ მახსოვს. მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, – განაცხადა გახარიამ.