ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ დადგა, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა. ამ ცვლილებით ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო იყო გაუქმდა. მთავრობამ მის ნაცვლად ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შექმნა, რომლის ფუნქცია უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია იქნება. ეს არის 8 წევრისგან შემდგარი სათათბირო ორგანო. მისი მუდმივი წევრები არიან შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები, თავდაცვის ძალების მეთაური, საგარეო საქმეთა მინისტრი და ფინანსთა მინისტრი.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პირველს ხდომას ხვალ, 12:00-ზე გამართავს.