“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გახარიას კანდიდატურა პოლიტსაბჭოზე თავად წარადგინდა და გუნდისგან ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო.
„დღეს დილით გვქონდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდგომ უმრავლესობასთან გვქონდა შეხვედრა და იქაც კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ჩვენი არჩევანის ობიექტური შეფასება. თქვენც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ასევე ცნობილი გახდა რომ შსს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური ჩაიბარებს, ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.