შინაგან საქმეთა მინისტრი სამინისტროს აკადემიის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას და განახლებული სასწავლო-ინფრასტრუქტურული სივრცის პრეზენტაციას დაესწრო.. 2018 წელს აკადემიაში 46 ახალი პროგრამა შემუშავდა და განახლდა, რომლებიც პოლიციელთა სათანადო ცოდნითა და უნარებით აღჭურვას უზრუნველყოფს. გიორგი გახარიამ აკადემიის 93-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი დაათვალიერა, რომელსაც 2018 წელს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და რეგიონებიდან აკადემიაში სასწავლებლად ჩამოსულ პოლიციელებსა და ტრენერებს მოემსახურება. 2019 წელს აკადემიის ბაზაზე მოეწყობა პოლიციელთა საცეცხლე ტაქტიკური სწავლების ახალი სივრცე.










