გიორგი გახარიამ შსს-ს მაღალჩინოსანი ბიზნესომბუდსმენად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიზნესომბუდსმენად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, მიხეილ დაუშვილი დანიშნა. 

დაუშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორად აგვისტოში დაინიშნა, მანამდე კი ამავე დეპარტამენტში დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ირაკლი ლექვინაძე მუშაობდა. მან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.