გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა.ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ამ პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

„კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ესენი არიან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენ გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა მიმდინარეობს. გახარიამ განაცხადა, რომ მისი მთავრობის წევრები მაქსიმალურ კომუნიკაციას დაამყარებენ საზოგადოებასთან. მთავრობის სხდომები კი ხუთშაბათობით გაიმართება.