გიორგი გახარიას ინტერვიუ გადაცემა “რეაქციაში” საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება

დღეს 11 ივლისს შს მინისტრ გიორგი გახარიას ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებზე პასუხის გაცემა,  ტელეკომპანიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევს. 

როგორც  ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა “‘Newsreport.ge”-ს განუცხადა  აქციის მონაწილეები “ტვ პირველის“ შენობის წინ შეიკრიბებიან  დროშებითა და სასტვენებით და ხმაურიანად გააპროტესტებენ შს მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას. გიგა მაქარაშვილი  ასევე აცხადებს, რომ  დღეს ანტისაოკუპაციო  აქციის მონაწილეებმა ბათუმში შს მინისტრს სიტყვით გამოსვლაში შეუშალეს ხელი ხოლო დღეს ტვ პირველში მის  მეორე გამოსვლასაც არ დატოვებენ ხმაურის გარეშე.  აქციის მონაწილეები 19:30 წთზე ღუდუშაურის კლინიკის შესასვლელთან შეიკრიბებიან ხოლო შემდეგ ტვ პირველის შენობისკენ გაემართებიან. 

აღსანიშნავია, რომ უკვე 22 დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 22 დღეა დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ, სანამ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

#სირცხვილია – ასე ქვია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ პროტესტს, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს.