გიორგი მარგველაშვილი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში, მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მარგველაშვილი ამბობს, რომ მისი პირველი ნაბიჯი იყო ხელისუფლების გადაბარების ნაწილში, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სასახლეში მიწვევა. შემდგომი ნაბიჯი კი ინაუგურაციაზე დასწრება იქნება, რაც ერთი პრეზიდენტისგან მეორეზე ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაგრძელების ცივილური ფორმაა. 

შეგახსენებთ, რომ ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.