საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ აქტიურ პოლიტიკას დაუბრუნდეს. ამის შესახებ მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
მარგველაშვილის თქმით, ამის ალბათობა განაპირობა ვაშინგტონიდან გამოგზავნილმა წერილებმა. მარგველაშვილი მეტ დეტალს არ აკონკრეტებს.