„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო და თითოეულს 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. სამეგრელოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულებს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
ინციდენტი სამეგრელოში წინა კვირაში სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა, როდესაც პარტიის წევრების ინფორმაციით, მათ გადაადგილებას უცნობი პირები აკონტროლებდნენ.
დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს,რასაც ვიტარების დაძაბვა მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა
დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, პოლიციელებმა კი ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.