გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განივითარების მინისტრის აღარ არის. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას ნათია თურნავა შეცვლის.
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.