პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა “მთავარი არხის” მეწილე გახდა. რურუამ რურუამ „მთავარი არხის“ მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2 500 ლარი გადაიხადა.
2.5%–იანი წილის მიღების სანაცვლოდ გიორგი რურუამ აიღო ვალდებულება, რომ არხის საწესდებო კაპიტალში 250 000 აშშ დოლარი შეიტანოს.
შპს „მთავარი არხის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად არ შეასრულებს ვალდებულებას, კომპანიის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ის წილს დაკარგავს და ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულებების შედეგებსაც, ხოლო წილი საკუთრებაში დაუბრუნდება კახაბერ ანჯაფარიძეს.
თუკი გიორგი რურუა ჯეროვნად და სრულად შეასრულებს ვალდებულებას, ის კომპანიის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდება.
არხის დაარსების შემდეგ ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს, ნიკა გვარამია ფლობდა, ხოლო 49% ეკუთვნოდა კახაბერ ანჯაფარიძეს.
რურუას წილში შესვლის შემდეგ კი, ანჯაფარიძე 46.5%-ს ფლობს, გიორგი რურუა 2.5%-ს, ხოლო გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელია.