გიორგი რურუას იძულებით უღებენ დნმ-ის ნიმუშს-ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” ერთ-ერთ მეწილეს, პატიმარ გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუშს იძულებით უღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია ავრცელებს. მისი შეფასებით, ქართულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობის ლეგალიზაცია დაიწყო.

“წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი რურუას იძულებით უღებენ დნმ-ის ნიმუშს, ციხის საკანში მყოფს. “პროპორციული ძალის” გამოყენებითო, განაცხადა გამომძიებელმა და დაეყრდნო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დიახ, არ მოგეჩვენათ: ციხეში მყოფი რურუას წინააღმდეგ ბიომასის ნიმუშის ასაღებად “პროპორციული ძალის” გამოყენებაზე პირდაპირ და ღიად მიუთითა სასამართლომ. პოლიტიკური პატიმრობა იქეთ იყოს, უკვე წამების და არასათანადო მოპყრობის ლეგალიზაცია დაიწყო ქართულმა სასამართლომ და პროკურატურამ.

არც მეტი, არც ნაკლები”-წერს გვარამია.