გიორგი ვაშაძე: გაათავისუფლეთ უკანონო პატიმარი დავით კირკიტაძე

{{ARTICLEIMAGE}}
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის დაკავებას ოპოზიციაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა. 

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე უკანონო პატიმარია.  

“პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც იქ იდგნენ, ისინი არ ითვლებიან პოლიციელებად, რადგანაც არანაირი სამართლებრივი აქტი არ არსებობდა, რომ მათ ჰქონდათ გზის გადაკეტვის უფლება. არ გამოგიქვეყნებიათ ასეთი აქტი და თუ ვინმე ასეთ აქტს ნახავთ, კი ბატონო, გაგვაცანით. სახალხო დამცველმა ასევე მიგითითათ, რომ ამის უფლება არ გქონდათ, მაგრამ თქვენ მაინც ეს კანონი დაარღვიეთ. გუშინდელი დღე იყო თქვენს მიერ პროვოცირებული დაძაბულობა. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პროვოკატორები, რომლებიც კანონის გარეთ ხართ გასული. ამიტომ, მოვითხოვთ, რომ გაათავისუფლოთ დავით კირკიტაძე, რომელიც უკანონო პატიმარია ახლა და აუცილებლად ამ მიმართულებით ვიწყებთ აქტიურ ბრძოლასა და აქტიურ მუშაობას”, თქვა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ცნობილია, დავით კირკიტაძე დღეს დააკავეს.