“გირჩევნია შენს თავზე იფიქრო როცა გადაგაშენებთ, რა სასჯელი გელის”-თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსის ყოფილ ამღალჩინოსანს სოსო გოგაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს.
“გოგაშვილო !!!!!!!!! საქართველოს პირველი პრეზიდენტი , ჩვენი ზვიადი შენნაირმა ვითომ ქართველებმა , სულით და ხორცით გახრწნილმა არარაობებმა ჯერ გააგდეს საქართველოდან და მერე მზაკვრულად მოგვიკლეს !!!!! სწორედ იმ ჩეჩენმა ხალხმა მიიღო ცოცხალიც და მკვდარიც და გულში ჩაიხუტა , რომელ ერსაც ასე აგდებით მოიხსენიებ…..ვინ გდიხარ და რა უფლებით მიუთითებ ვინ რა გვარი ატაროს და სად იცხოვროს…..გირჩევნია შენს თავზე იფიქრო როცა გადაგაშენებთ, რა სასჯელი გელის!!!
მადლობა ყველა იმ ქართველს ვინაც სწორად ააზროვნებს მიმდინარე სიტუააციებს მადლობა ამ ადამიანს ვინც ეს კომენტარი დადო მადლობა ყველა ღირსეულ ქართველს
დიდი პატივისცემით მალხაზ მაჩალიკაშვილი მშვიდობა გქონდეთ”-წერს მაჩალიკაშვილი.