პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ პარლამენტარებს ყურსასმენებს უგზავნის. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დეპუტატები ორი თვეა უკვე თბილისში მუშაობენ და როგორც აღმოჩნდა, სასესიო დარბაზის უკანა რიგებში მსხდომებს კოლეგების განცხადებები არ ესმით, რის გამოც კენჭისყრისას, ღილაკებს გაუზრებლად აჭერენ თითს. „გირჩი“ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ მათი გაგზავნილი ყურსასმენები იმ დეპუატებს დაურიგოს, ვინც დარბაზში სმენადობის პრობლემაზე წუხს. ჯაფარიძეის თქმით, ეს არის გირჩის საჩუქარი ერთ-ერთი გაჭირვებული ორგანიზიციისთვის პარლამენტისთვის. გირჩმა ყურასამენები საკანონმდებლო ორგანოს ფოსტით უკვე გაგზავნა.














