გირჩი მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მოქალაქეებს ხმის სანაცვლოდ ანაზღაურებას სთავაზობს.ზურა ჯაფარიძის თქმით,ისინი გეგმავენ ამომრჩევლის ხმები თავიანთი კრიპტოვალუტით იყიდონ.ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
კრიპტოვალუტის მისაღებად კი ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს ბიულეტენის ფოტო, სადაც მათი კანდიდატი იქნება შემოხაზული.
გარდა ამისა, გირჩი კრიპტოვალუტას გადაუხდის მათ, ვინც მათი მაჟორიტარი კანდიდატის, ჰერმან საბოს მხარდასაჭერად მთაწმინდაზე გადაეწერება ან არჩევნების დღეს მათ დამკვირვებლად იმუშავებს.














