“გირჩი“ უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს “შმაქსაობას“ სთავაზობს

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრებმა წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას ახლად დაფუძნებული კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს, შემდეგ კი საავტომობილო კოლონით თბილისის ქუჩებში გადაინაცვლეს.

პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ასე „გირჩი“ თბილისის მერიის ახალი რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს დაასაქმებს.

„შმაქსი“ დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. მასწავლებლები, იგივე „შმაქსისტები“, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში გირჩის მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ. ჯაფარიძის განცხადებით, პროექტის მიზანი ქართულ საზოგადოებაში საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გავრცელებაა. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ სიმბოლურ ადგილას, წიწამურში, სადაც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ მოკლეს ილია ჭავჭავაძე და მასთან ერთად, მოკლეს საღი აზრი. მას შემდეგ, საქართველოში, საღი აზრის პრობლემა მწვავედ დგას“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

“შმაქსაობა მოსულა”-პატრულმა შმAXI არ დააჯარიმა