„გირჩის“ აქტივისტები საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებენ


პოლიტიკური გაერთიანება გირჩის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი აქტივისტებთან ერთად სხვადასხვა უბანზე კანფეტებს არიგებს. ტკბილეულზე პარტიის სიმბოლიკაა გამოსახული წარწერით:  “თავისუფლება ტკბილია”.  ჰერმან საბო ამბობს, რომ ისინი უბანზე ეგზიტპოლებს ატარებენ და ეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა სულაც არ არის.