გირჩის “ბიბლიური თავისუფლება” ბოროტი ძალებისგან დასაცავად ბიზნესის დალოცვას იწყებს

დღეიდან, მცირე და მსხვილ მეწარმეებსა და სტარტაპერებს პოლიტიკური გაერთიანება გირჩის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის, „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმსახური ლევან ჯგერენაია დალოცავს.

დალოცვის საფასური 50 ლარი იქნება, რითაც „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის უმაღლესი სასულიერო იერარქიის მთავარი მღვდელმსახური დაფინანსდება. ეს კი გირჩის ინფორმაციით “კეთილ საქმესა და ადამიანების თავისუფლების დაცვას მოემსახურება. “

რომ შემომწირველები, დალოცვასთან ერთად, დახარჯული თანხის შესაბამისად, გირჩის ციფრულ ვალუტას – Ged-ებსაც მიიღებენ.

“საქართველოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ პოლიტიკოსების დალოცვა ჩვეულებრივი მოვლენაა. სასულიერო პირებთან კონკრეტული ადამიანები მიდიან და თავიანთი ბიზნესის დალოცვას სთხოვენ. ქვეყანაში, „ბიბლიური თავისუფლება“ ყველაზე სწრაფადმზარდი რელიგიაა, რომელიც ადამიანებს თავისუფლების დაცვაში ეხმარება. ვთვლი, რომ ჩვენი დალოცვა ბიზნესს წარმატების მიღწევასა და ბოროტი ძალებისგან დაცვაში და პრობლემების თავის არიდებაში დაეხმარება“ – აცხადებს ლევან ჯგერენაია.

პირველი კომპანია, რომელიც ლევან ჯგერენაიამ დალოცა, „გირჩის“ მიერ დაფუძნებული საგანმანათლებლო ორგანიზაცია „შმაქსი“ იყო.