გირჩის მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება“ იუბილარია. ორგანიზაცია 2 წლის წინ შეიქმნა. მან კანონში არსებული ჩანაწერით ისარგებლა, რომლითაც სასულიერო პირები სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან და ამ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანების გზით ათასობით ახალგაზრდა სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლა. გირჩში ამობებენ, რომ ამ ხნის განმავლობაში 15000 ახალგაზრდა გადაარჩინეს ჯარში გაწვევისგან და ამ ახალგაზრდებზე ინფორმაციას ახალ საიტზე დაწერენ.
რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლითაც სამხედრო სამსახურისგან მხოლოდ მართლმადიდებელი ღვთისმსახურები გათავისუფლდებიან. ამ ინიციატივას არა მხოლოდ გირჩის და “ბიბლიური თავისუფლების“, არამედ სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა უკმაყოფილებაც მოჰყვა.
დღეს “ბიბლიური თავისუფლების“ იუბილე გირჩმა ირაკლი სესიაშვილის გამოსახულებიანი ტორტით და სპეციალურად დამზადებული პრეზერვატივებით აღნიშნა, რომელზეც ირაკლი სესიაშვილია გამოსახული.