თბილისის საქალაქო სასამართლოში გლდანში, მეათე კლასის მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ 15 წლის გიორგი ფალელაშვილი გლდანში უცნობმა მამაკაცმა დაჭრა. მოზარდს ჭრილობები მუცლის ღრუში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.