გლდანში ორი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს დაზიანებები ჩაქუჩითა და დანით აქვთ მიყენებული. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ასრებული ინფორმაციით,მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს განცხადებით მომხდარ ფაქტზე სამი პირია დაკავებული,გამოძიებიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განძრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გლდანში, ახმეტელის მეტროსთან 15 წლის მოზარდი დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.