გლდანში მაღაზია „ორი ნაბიჯის“ ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. სავარაუდოდ, მაღაზიიდან პროდუქტებია მოპარული.
გამთენისას კი მაღაზიის ამავე ფილიალში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს 2 ფაქტი ერთმანეთს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.