გოგი წულაიამ ქუთაისის მერიას პამპერსები და ღამის ქოთნები მიუტანა

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერიას ღამის ქოთნები და პამპერსები მიუტანა. წულაია ამბობს, რომ ღამის ქოთნები ქუთაისის მერიას ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გამოუგზავნა. თუ რომელმა ორგანიზაციამ ამას გოგი წულაია არ აკონკრეტებს.”ქალაქში ერთი ტუალეტი გახსნა უნდა შეგეძლოს მერს ქალაქის მართვაზე რომ გაქვს პრეტენზია. სხვათა შორის დამპირდნენ, რომ კალაძესაც გამოუგზავნიან და თბილისშიდაც მერიას მივუტან ასეთ ღამის ქოთნებს”, – ამბობს გოგი წულაია. ინფორმაციას და ვიდეოკადრების ქუთაისი პოსტი ავრცელებს.წულაიას მერიის დაცვამ ქოთნების მერიაში შეტანის საშუალება არ მისცა.
დაკეტილი საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქუთაისისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა, რაც არაერთხელ გააპროტესტა ოპოზიციამ. ქალაქში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი პერიოდულად ფუნქციონირებს. მათ შორის, ცეტრალურ ბულვარსა და ავტომშენებლის ქუჩაზე, თუმცა, უმეტესწილად ისინიც დაკეტილია. ჯავახიშვილის ქუჩასა და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საპირფარეშოებს კი არასდროს უმუშავია.ადგილობრივ თვითმმართველობაში წლების განმავლობაში თავს იმით იმართლებდნენ, რომ შენობები, რომლებიც 2012 წელს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” ააშენა, სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და საპირფარეშოები ქალაქს მხოლოდ 2015 წელს გადაეცა. ამის მიუხედავად, მერიამ ოთხი წლის განმავლობაში პრობლემის მოგვარება ვერ შეძლო.