გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა

ქუთაისის მერიის შენობის წინ, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქვასანაყით წყალი დანაყა.

წულაიამ აღნიშნული აქცია-პერფორმანსით განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან საუბარი ისეთივე უშედეგოა, როგორც წყლის ნაყვა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქუთაისის მერიის მიერ ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის ავტომობილის ჩუქებას აპროტესტებს. 

„როგორც წყლის ნაყვა არ არის შედეგის მომტანი, ასეთივე უშედეგოა ხელისუფლებისთვის ჩემი ბრიფინგები. თითქოს გადასაყრელი გვქონდეს ქონება, ისე ვაჩუქეთ ჭიათურას უახლესი მოდელის ავტომობილი. მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ასე როგორ გეზიზღება ქუთაისი, რომ მერად ბრიყვი პოლიტიკოსი დაგვისვი?!“, – განაცხადა გოგი წულაიამ.