პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა გოგი წულაიამ რიონში დოლარები გადაყარა. ამ პერფორმანსით მან ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი გააპროტესტა.
„ამ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით რაც არის დაგეგმილი ეს არის რიონში ფულის გადაყრა, ერთი წლის გადაგორება და მეტი არაფერი. ერთ ნაწილს ყრიან რიონში, მეორეს კი ჯიბეში იდებენ”, – ამბობს გოგი წულაია.