“თავისუფალი საქართველოს” ზესტაფონის მერობის კანდიდატმა სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფაროსანები მიიყვანა.
გოგი წულაიას თქმით, ამ ფორმით ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმოქმედობას აპროტესტებს.
“60 მილიონი დაიხარჯა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად ამისა, ფაროსანა თავს კარგად გრძნობს, ფუტკრები და ფრინველები განადგურდა. ახლა უნდა იყვნენ სოფლებში ჩასული და წამლავდნენ, მაგრამ ყველა მანქანა აქ დგას და არც ახსოვთ მოსახლეობა. ეს არის დანაშაული, და ბოროტია ყველა ვინც მოსახლეობის ხარჯზე ცოლ-შვილს დასასვენებლად უშვებს. ამიტომ, რადგან ესენი არაფერს აკეთებენ, და არ მიდიან ფაროსანასთან, ჩვენ დავიჭირეთ და მივიყვანეთ ფაროსანები, რომ აქ მოყვანილი მაინც მოკლან” – განაცხადა წულაიამ.