გოგონა,რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოს ტოვებს

გოგონა,  რომელმაც 20 ივნისის  აქციაზე თვალი დაკარგა, საავადმყოფოს ტოვებს. მაკო გომური ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობდა და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მარიამ გომურმა ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და მზად არის ბრძოლა გააგრძელოს.

“ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან შემიძლია წავიდე სახლში. მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს. ნარკოზიდან რომ გამოვედი უამრავი შეტყობინება დამხვდა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას გვერდში დგომისთვის და თანატოლებს მოვუწოდებ, რომ რაღაცების მისაღწევად ერთად უნდა ვიბრძოლოთ”. – განაცხადა მარიამ გომურმა.

შეგახსნებეთ, რომ გოგონამ 20 ივნისს აქციაზე მარცხენა თვალი დაკარგა, მას სპეცრაზმის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა.  ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

20 ივნისის ღამეს სამედიცინო დაწესებულებებში 240 პაციენტი მოხვდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.