გოგონა, რომელმაც აქციის დროს თვალი დაკარგა, საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიემგზავრება

გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით”, – წერს ფეისბუქში მაკო გომური, რომელმაც 21 ივნისის ღამეს, სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვია თვალში მოხვდა, რის შედეგადაც  თვალი დაკარგა.

რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მას სახელმწიფო აუნაზღაურებდა  მკურნალობისთვის საჭირო  ყველა ხარჯს.