ათენში, გარდაცვლილი ქართველი გოგონა 25 წლის, მეგი კუპრაძეა. ის წარმოშობით ოზურგეთიდან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე და ქართველი ემიგრანტების არხი ავრცელებს.
„თავი მოიკლა ემიგრანტმა საბერძნეთში თუ ჩამოახრჩვეს?… „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
საბერძნეთში, ქ. კალიმარში გარდაცვლილი 25 წლის ემიგრანტი ოზურგეთელია
ათენში ახალგაზრდა ქალი კალიმარის სკვერში ძაღლის თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი ოზურგეთელი მეგი კუპრაძეა. მისი გარდაცვალების მოტივი უცნობია. გარდაცვლილი საბერძნეთში დედასთან ერთად უკვე კარგა ხანია ცხოვრობს. მას ბერძენი შეყვარებული ჰყავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე იგი ოზურგეთში, მამას ესაუბრა. დედა და შეყვარებული კი მას ტელეფონზე ვერ დაუკავშირდნენ. ოზურგეთელი გოგონას შემზარავი დაღუპვის შესახებ დღეს ბერძნული ტელევიზიები და სააგენტოები საუბრობენ.
კალიმარმაროს დაცვის თანამშრომელმა ქართველი გოგო მაშინ იპოვა, როდესაც ამ ტერიტორიაზე მდებარე პარკის კარის გასაღებად მივიდა. როგორც ის ამბობს გოგონა თვალისმომჭრელად ლამაზი იყო და სანახაობამ შეძრა. ახალგაზრდა ქალს ყელზე ძაღლის თოკი ჰქონდა შემოხვეული.
მამაკაცმა დაუყოვნებლივ გამოიძახა პოლიცია და როგორც იწერება, ოფიცრებისთვისაც კი, სურათი განსაკუთრებულად მძიმე იყო“, – წერს შოთო სიხარულიძე.
შეგახსენებთ, ქართველი გოგონა ათენში სტადიონზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მას თვითმკვლელობის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა.