გორის მერი გუგუტიაანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ აპირეს ჩასვლას. ამის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.
გამოცემასთან საუბრისას კონსტანტინე თავზარაშვილმა თქვა, რომ საოკუპაციო ზოლთან არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულია და ადგილზე პირადად გორში დაბრუნების შემდეგ ჩავა.
,,ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიაანთკარში,“- აცხადებს თავზარაშვილი.
გორის მერი შვებულებას აჭარის რეგიონში, გონიოში ატარებს.