გორის საკრებულოსთან ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

გორში საკრებულოს შენობასთან, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ვითარება კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის წევრებმა საკრებულოს შენობასთან მისვლა სცადეს. პოლიციამ ისინი არ გაატარა.