გორის ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის სამშობიარო კლინიკაში 27 წლის დედა შვილის დატოვებას აპირებს. ინფორმაციას ,,დიანიუსი“ ავრცელებს. მიზეზად მძიმე სოციალური ფონი სახელდება.
ახალგაზრდა ქალმა წუხელ იმშობიარა და ბიჭი შეეძინა.როგორც კლინიკაში აცხადებენ, პოლიციასმომხდარის შესახებ მას შემდეგ შეატყობინეს, რაც ეჭვი გაუჩნდათ, რომ დედა გაპარვას გეგმავდა, შვილის დატოვებას კი სამშობიაროში აპირებდა.
არსებული ინფორმაციით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი გადაყვანა ღუდუშაურის კლინიკაში იგეგმება.