რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ qartli.ge საკრებულოს დეპუატატ ლია ჩლაჩიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, დაახლოებით 13:00 საათზე ვერტმფრენმა ჯერ სოფელ ერგნეთს გადაუფრინა, შემდეგ კი სოფელ დიცის მიმართულებით წავიდა.
,,მე ერგნეთში ვცხოვრობ. ჩვენსკენ ნიქოზის მხრიდან გამოფრინდა, შემდეგ დიცის მხარეს აიღო მიმართულება” – აცხადებს ლია ჩლაჩიძე.