გორში 16 წლის გოგოს ეძებენ

გორში 16 წლის გოგოს ეძებენ, რომელიც 22 დეკემბერს დაიკარგა. დაკარგული გოგო ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდეგ გორში არსებულ საოჯახო სახლში ცხოვრობდა.

პოლიციას არასრულწლოვნის დაკარგის შესახებ ინფორმაცია საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ მიაწოდა.

მოზარდი გოგოს სამძებრო სამუშაოები, დღეს, 26 დეკემბერს დაიწყო .